შემთხვევითი ვიდეოები






მონიტორინგი - ადიდასის მაღაზია

ქალაქში ისედაც მცირე რაოდენობით არსებული პანდუსებიდან დიდი ნაწილი სრულიად გამოუყენებელია, აგებულია სტანდარტების გაუთვალისწინებლად და მოვალეობის მოხდის მიზნით, რაც სრულიად გაუგებარია, რამდენადაც არც ნორმატივების მოძიება წარმოადგენს პრობლემას დაინტერესებული ადამიანისთვის და სტანდარტების დაცვით აგებული პანდუსები მნიშვნელოვნად გაუადვილებდა ცხოვრებას ეტლით მოსარგებლეებს და არც რესურსები დაიხარჯებოდა ტყუილუბრალოდ. 

ბუტაფორიული პანდუსების ერთ-ერთი მაგალითია ქალაქის ქუჩებზე დამონტაჟებულ გადასასვლელ ხიდებზე დატანებული პანდუსები, რაშიც ამავე ვიდეოში დარწმუნდებით. 

ამავე ვიდეოში ნახავთ, როგორ ცდილობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, დაარწმუნოს ვაჟა ფშაველას გამზირზე არსებული „ადიდასის“ მაღაზიის მენეჯერი, რომ ეტლით მოსარგებლე პირებს აქვთ უფლება და სურვილი, სარგებლობდნენ მაღაზიით დამოუკიდებლად. ორგანიზაციის წარმომადგენელი ცდილობს აუხსნას რატომ არის პანდუსი საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მაღაზიის ადაპტირება ძალიან მარტივია, რადგან აქვს ერთი საფეხური, მენეჯერი აღნიშნავს, რომ ამ საკითხის მოგვარება მისთვის დიდი თავის ტკივილია, მოუწევს მერიიდან ნებართვის მიღება, თანხების დახარჯვა და ურჩევნია, გამოვიდეს და ეტლით მოსარგებლე თავად შეიყვანოს მაღაზიაში. ამასთან ამბობს იმასაც, რომ თუ კანონმდებლობა დაავალდებულებს, მზად არის გააკეთოს პანდუსი.



Labels: , ,



comment closed

Powered by Blogger.