შემთხვევითი ვიდეოები



განათლების სამინისტრო ხელმიუწვდომელია ეტლით მოსარგებლე პირებისათვის, თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მათ სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ეტლით მოსარგებლე პირებისათვის სასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა, იქნება ეს სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები თუ სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებები, ხელმიუწვდომელია და იზღუდება განათლების მიღების საყოველთაოდ აღიარებული უფლება. ეს მდგომარეობა კი დაუყოვნებლივ საჭიროებს მოგვარებას.


დასაქმების სამინისტრო ხელმიუწვდომელია ეტლით მოსარგებლე პირებისათვის, აგებულია ბუტაფორიული პანდუსი. არადა, იმ პირობებში, როდესაც შრომისუნარიანი შშმ პირებისათვის დიდი პრობლემაა დასაქმების საკითხი და ისინი ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან სამუშაო ადგილების ძიებისას, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარებულ იქნას. თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იმედს გვიტოვებს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება.




კინო-თეატრი რუსთაველი, რომელიც ქ. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობ-კულტურული დაწესებულებაა, აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია ეტლით მოსარგებლეთათვის და ამასთან დასანანია, რომ როდესაც ორგანიზაციამ სცადა კინო-თეატრის ხელმძღვანელობასთან გასაუბრება, რომ იქნებ ერთობლივი ძალებით მოძიებულიყო გზები, რათა ეტლით მოსარგებლე პირები არ აღმოჩენილიყვნენ დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, კინო-თეატრის ადმინისტრაციიდან გამოჩენა და საუბარიც არავინ ისურვა.



აღმაშენებლის გამზირი, რომელიც ახალი რესტავრირებულია და არსებობდა ძალიან კარგი შანსი იმთავითვე, რესტავრირების პროცესში გათალისწინებული ყოფილიყო ადაპტირების სტანდარტები, ასე ასე არ მოხდა, რაც დამატებით საზრუნავს აჩენს, როგორც თავად ეტლით მოსარგებლეთათვის, ისე სხვადასხვა ობიექტების მფლობელთათვის, რომლებიც ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრისას გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას და მხარდაჭერას, რომ მათი ობიექტი ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მოქალაქისათვის.






სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი გამონაკლისია სახელმწიფო დაწესებულებათაგან, რომელიც ადაპტირებული და შეღწევადია ეტლით მოსარგებლეთათვის. ორგანიზაციას მჭიდრო კავშირი აქვს სამინისტროსთან, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერია ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდა შშმ პირებში ცხოვრების ჯანსაღი და აქტიური წესის წამახალისებელ ღონისძიებებსა და აქტივობებში. სამინისტროსთან მუდმივმა კავშირმა და მიმოსვლის საჭიროებამ ცხადი გახადა შენობის ადაპტირების აუცილებლობა, რაც გათვალისწინებული იქნა სამინისტროს მიერ.


Powered by Blogger.